სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რამდენი კვერცხი და პასკა შეიძლება, ვაჭამოთ ბავშვს?

    რამდენი კვერცხი და პასკა შეიძლება, ვაჭამოთ ბავშვს?
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რამდენი კვერცხი და პასკა შეიძლება, ვაჭამოთ ბავშვს? – ამ შეკითხვას პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ლიკა თედიაშვილი პასუხობს.

    1-დან 2 წლამდე ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ კვერცხთან დაკავშირებული ალერგიული რეაქციები, შეუძლიათ მიიღონ 1 -1 ½ კვერცხი დღის განმავლობაში, 2-3 წლის ასაკის ბავშვებს 2 კვერცხი დღეში, ხოლო 4-8 წლის ასაკსი დასაშვებია მაქსიმუმ 3-4 კვერცხის მიღება დღეში.

    2 წლის ასაკიდან შესაძლებელია 100-200 გრამი პასქის მიღებაც. მოზრდილი ასაკის ბავშვებისთვის შესაძლებელია ცოტა მეტი ოდენობით პასკის მიღება.

    აუცილებლად აკონტროლეთ ბავშვის კვება დღესასწაულის დღეებში და ნუ მოადუნებთ ყურადღებას, რათა დაიცვათ იგი შეუსაბამო საკვების არაზომიერი მიღებისგან და თავიდან აიცილოთ კვების დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემები. ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ალერგოლოგს. ჩართეთ პატარა სააღდგომო სამზადისში, ერთად გააფორმეთ სუფრა, გააფერადებინეთ კვერცხები და რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ ქართული “კვერცხის დაჭიდების” ტრადიცია. ბედნიერ აღდგომას გისურვებთ.

    წყარო : mshoblebi.ge