სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ჰიჯაბში გამოწყობილი კენიელი მამაკაცი ქალთა საჭადრაკო ტურნირში მონაწილეობას ცდილობდა

    ჰიჯაბში გამოწყობილი კენიელი მამაკაცი ქალთა საჭადრაკო ტურნირში მონაწილეობას ცდილობდა
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უცხოური მედიის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰიჯაბში გამოწყობილი კენიელი მამაკაცი ქალთა საჭადრაკო ტურნირში მონაწილეობას ცდილობდა.

    როგორც კენიის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, მოთამაშეზე ეჭვი მას შემდეგ მიიტანეს, რაც მან რამდენიმე ძალიან ძლიერი მოთამაშე დაამარცხა, იმ პირობებში რომ ტურნირში მონაწილეობა იქამდე არასდროს მიუღია.

    ამასთან ერთად, გადაცმული მამაკაცის ფეხსაცმელი ორგანიზატორებისთვის ეჭვის კიდევ ერთი საფუძველი გახდა. საბოლოოდ კაცი ტურნირიდან მოკვეთეს და მას სამომავლო დისკვალიფიკაციაც ემუქრება.

    25 წლის მამაკაცი დანაშაულს ნანობს და ამბობს, რომ ეს ნაბიჯი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად გადადგა.