სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მერაბ მეტრეველი: "რომან ფიფია ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა"

    მერაბ მეტრეველი: "რომან ფიფია ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა"
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცნობილი ჟურნალისიტი მერაბ მეტრეველი თავის სოციალურ ქსელში ქართული გუნდების ევროსარბიელზე გამოსვლას გამოეხმაურა, განსაკუთრებით კი "დინამო თბილისის" შემთხვევას შეეხო.

    "სამი ქართული გუნდი გამოდიოდა კონფერესლიგაზე და სამივემ წააგო.

    ყველაზე დიდი საოცრება კი თბილისის დინამომ ქნა – ესტონურ გუნდთან სახლში 2:3 წააგო, თან ისე, რომ თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე 2:1-ს იგებდა.

    ისეთი სულელური გოლები გაუშვეს, ლამისაა ვიფიქრო, რომ საკუთარ წაგებაზე დადებული ქონდათ. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, თუმცა რა გვაქვს სახუმარო? ჩვენი ჩემპიონატი უკვე ყველას ჩამორჩება. რომ არა ბათუმის “დინამო”, მთლიანად მოგვეჭრებოდა თავი.

    ცალკე უნდა ითქვას რომან ფიფიაზე, რომელიც ყოვლად გაუგებარ პოლიტიკას ატარებს კლუბში და ალბათ მსოფლიოში საფეხბურთო კლუბის ერთადერთი მეპატრონეა, რომელიც ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა.

    თავი დავანებოთ იმას, ამდენი წელია მეტ-ნაკლებად ნორმალური გუნდი რომ ვერ შექმნა, ფეხბურთელების გაზრდითაც ვერ ხეირობს ნორმალურად. წარმოიდგინეთ, კვარაცხელია გაზარდეს და ისე გაუშვეს კაპიკი ვერ იშოვეს. ამხელა ტალანტი ვერ ამოიცნეს და “რუსთავს” დაუთმეს. მამარდაშვილი ლოკომოტივს დაუთმეს (მისი გაყიდვიდან ფული კი შეხვდათ, რადგან განათხოვრებული ჰყავდათ, მაგრამ ასეთ მეკარეს რომ გაანათხოვრებ…) ასევე მარტივად გაუშვეს ზურიკო დავითაშვილი, ლობჟანიძე, ბოლოს აზაროვი და ა.შ. სია გრძელია.

    ტიპი ფეხბურთელებს ვერ ცნობს და საქართველოს ნომერ პირველი გუნდის მეპატრონეა. ერთადერთი მწვრთნელების ხშირად ცვლა ეხერხება"
    ,- დაწერა