სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

    საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მადრიდში მიმდინარე ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. მეორე დივიზიონის A ჯგუფში, ჩვენი გუნდი ისლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 4-1 დაამარცხა.

    A ჯგუფში, საქართველოს ნაკრები, ისლანდიის გარდა, ავსტრალიის, ხორვატიის და ისრაელის ნაკრებებს დაუპირისპირდება. პირველ ადგილზე გასული გუნდი, პირველი დივიზიონის B ჯგუფის საგზურს მოიპოვებს.

    მსოფლიო პირველობაზე მეორე შეხვედრას, საქართველოს ნაკრები, 17 აპრილს ისრაელის წინააღმდეგ გამართავს.