სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ის მარიო რუი, თუ ვიღაცაა..რომელ ქუჩაზე ცხოვრობს“ - რას კითხულობს დვალიშვილი ნეაპოლის ქუჩებში

    „ის მარიო რუი, თუ ვიღაცაა..რომელ ქუჩაზე ცხოვრობს“ - რას კითხულობს დვალიშვილი ნეაპოლის ქუჩებში
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    UFC-ის ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის ნეაპოლში ვიზიტს „ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელი ზაზა შენეგლია სახალისო პოსტით ეხმაურება.

    „UFC წესების გარეშე ორთაბრძოლების ცნობილი ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი 3 დღით ადრე ჩასულა ნეაპოლში “ნაპოლი”-“მილანის” ჩემპიონთა ლიგის თამაშზე დასასწრებად… დადის თურმე ნეაპოლის ქუჩებში და კითხულობს: „ის მარიო რუი, თუ ვიღაცაა… რომელ ქუჩაზე ცხოვრობსო“. - წერს შენგელია.

    მერაბ დვალიშვილი ნეაპოლში ჩავიდა, რათა „ნაპოლის“ თანამემამულე ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში მხარი დაუჭიროს. ნეაპოლიდან არაერთი კადრი გავრცელდა მასზე.

    შეგახსენებთ, „ნაპოლისა“ და „მილანის“ განმეორებითი შეხვედრა 18 აპრილს რეაპოლში გაიმართება.