"ქართული მარშის" ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას გათხოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
"გიული და დემნა გვასალია რომ დაგასწრებს გათხოვებას (ზოგიერთ ჩემს ნათესავ- წუნია გოგოს მივმართავ)", -წერს სანდრო ბრეგვაძე.
შეგახსენებთ, გიული ალასანიასა და გიორგი ცალაძის შეუღლების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის დონეზე ვრცელდება მხოლოდ. ფაქტი ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
გუშინ გიულიმ შვილი მოინახულა და საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა:
"პირველ რიგში, გამოსავალი არის ნორმალური გამოკვლევა, რომელიც როგორც ჩანს, ბოლომდე არ ჩატარებულა. გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ დამატებითი კვლევები უნდა ჩატარდეს, ე.ი. არ ჩატარებულა, რომ ზუსტი დიაგნოზი გვქონდეს."