სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ხვიჩასთვის ჩემპიონთა ლიგა დასრულებულია - რა შეფასება მიიღო ქართველმა მილანთან მატჩში?

    ხვიჩასთვის ჩემპიონთა ლიგა დასრულებულია - რა შეფასება მიიღო ქართველმა მილანთან მატჩში?
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე მილანმა ნაპოლი ორივე მატჩის ჯამში 2:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, რითაც ხვიჩა კვარაცხელიასთვის მიმდინარე სეზონში ამ ტურნირზე ასპარეზობა დასრულებულია.

    ხვიჩამ მოედანზე 90 წუთი გაატარა და მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო, თუმცა, კვარაცხელიას, სხვაობის შემცირების კარგი შანსი 82-ე წუთზე ჰქონდა, მაგრამ ახალგაზრდა შემტევმა პენალტი ვერ გამოიყენა.

    მიუხედავად ამისა, whoscored.com-ის ვერსიით, ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარ გუნდში ყველაზე მაღალი (7.8) ქულა დაიმსახურა, რაც შეეხება შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეს, ამავე გამოცემის მიხედვით ეს ტიტული მილანელთა კარის დარაჯს, მაიკ მენიოს ერგო - 8.4 ქულა.

    გაეცანით თითოეული მოთამაშის სარეიტინგო ქულას.

    ხვიჩასთვის ჩემპიონთა ლიგა დასრულებულია - რა შეფასება მიიღო ქართველმა მილანთან მატჩში?