სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “რა კომენტარი უნდა გავაკეთო" - გიორგი ჩალაძე მისი და გიული ალასანიას ქორწინებაზე

    “რა კომენტარი უნდა გავაკეთო" - გიორგი ჩალაძე მისი და გიული ალასანიას ქორწინებაზე
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ენმ"-ს წევრი გიორგი ჩალაძე მისი და საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას დაქორწინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს:

    “რა კომენტარი უნდა გავაკეთო იმ აბსურდულ და სამარცხვინო განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოს მე და ქალბატონი გიული ალასანია დავქორწინდით. ეს არის კაგებეს მეთოდები, როცა ადამიანებს და მათ ღირსებას აყენებენ დარტყმას დისკრედიტაციის გზით.

    ეს კამპანია არც ჩემს წინააღმდეგ არის მიმართული და არც ქალბატონი გიულის წინააღმდეგ. ეს არის მიხეილ სააკაშვილის დისკრედიცაციის მცდელობა. თუმცა, ისიც გაუგებარია, რატომ არ აქვს ადამიანს ჰქონდეს პირადი ცხოვრება. მოკლედ, ეს ყველაფერი არის ტყუილი და კონკრეტული მიზნის – მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტიკური სარტყმის მიყენების სამარცხვინო მცდელობა”,
    - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.