სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: „ძალიან უნდა კალათბურთზე სიარული...“ - დათი ქოქრაშვილის ემოციური ვიდეო

    VIDEO: „ძალიან უნდა კალათბურთზე სიარული...“ - დათი ქოქრაშვილის ემოციური ვიდეო
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    9 წლის დათი ქოქრაშვილის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი შვილის მორიგ ვიდეოს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, დათი კალათბურთის მოყვარულია.

    „თუ გიყვარვარ გიო... თვითონაც ისე ძალიან უნდა კალათბურთზე სიარული, ვერ იგებს რატომ არ შეიძლება რომ სხვებთან ერთად ამანაც იაროს და ითამაშოს.“ - ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.

    შეგახსენებთ, რომ გასულ წელს 9 წლის დათი ქოქრაშვილი ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა და მას დამოუკიდებლად გადაადგილება ეტლის გარეშე არ შეუძლია.

    ის ცოტა ხნის წინ საქართველოს პარაოლიმპიურ კომიტეტს შეუერთა, რომლის საშუალებითაც დათი შეძლებს გააგრძელოს აქტიური ცხოვრება და რეალიზდეს საზოგადოებაში.

    დათის ბოლოდროინდელი ვიდეოებიდან ვიგებთ, რომ ის აგრძელებს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად აქტიურ და მხიარულ ცხოვრებას.

    ნახეთ დათის ახალი ვიდეო: