ლაგოდეხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოთქვა იმ ბაღის ადმინისტრაციამ, სადაც პატარა ანდრია დადიოდა:
"ლაგოდეხის მეორე ბაგა-ბაღის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოთქვავენ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩვენი აღსაზრდელის ანდრია პოღოსიანის გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ და სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს." – წერს სოციალურ ქსელში ლაგოდეხის მეორე ბაგა ბაღის ადმინისტრაცია.