სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: სოფი ლორენის შვილი ქართველ საცოლესთან ერთად თბილისს უმღერის

    VIDEO: სოფი ლორენის შვილი ქართველ საცოლესთან ერთად თბილისს უმღერის
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცნობილი მსახიობის, სოფი ლორენის ვაჟი , კარლო პონტი ქართველ გოგონაზეა შეყვარებული. მისი რჩეული ზუმბას ფიტნეს-ინსტრუქტორი მარიამ შარმანაშვილია.

    აღსანიშნავია ისიც, რომ კარლო პონტი საქართველოს ხშირად სტუმრობს, ბოლოს 29 დეკემბერს იყო ჩამოსული, სადაც ნიაზ დიასამიძის კონცერტს დაესწრო რჩეულთან ერთად.

    შეგახსენებთ, რომ კარლო პონტიმ და მარიამმა ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნეს. ყველაფერი მარიამ შარმანაშვილის ფოტოზე დაწერილი კომპლიმენტის შემდეგ დაიწყო, წყვილს ურთიერთობა უკვე 2 წელია აქვს, თუმცა დაოჯახების შემთხვევაში არცერთი მათგანისთვის ეს პირველი არ იქნება. კარლო პონტის პირველი ქორწინებიდან 2 შვილი -ვიტორიო და ბეატრისი ჰყავს, მარიამს კი 1 ვაჟი ჰყავს.

    ისინი გულშემატკივრებს ახლ კადრებს უზიარებენ და ემოციური სიმღერის ვიდეოს აქვეყნებენ.