სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ოჯახის ახლობლის აღიარება - რატომ წავიდა სახლიდან 22 წლის გოგონა

    ოჯახის ახლობლის აღიარება - რატომ წავიდა სახლიდან 22 წლის გოგონა
    2 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    როგორც "პრაიმტაიმი" იტყობინება, წყალტუბოდან გაუჩინარებული 22 წლის ლიკა გიორგობიანი, რამდენიმე საათის წინ პოლიციამ აჭარაში იპოვა, სახლიდან გარკვეული პროტესტის გამო წავიდა.

    ამის შესახებ განცხადება ოჯახის ახლობელმა გააკეთა.

    "რადგან, ლიკას დედის facebook პოსტებიდანაც ნათლად იკითხებოდა, რომ სახლიდან ის მიზანმიმართულად წავიდა, ვიტყვი დაახლოებით, რა გახდა ამის მიზეზი… დეტალების დაკონკრეტებიდან თავს შევიკავებ.

    ლიკა ოჯახის წევრებთან გარკვეული პროტესტის გამო წავიდა. მასზე არავის უძალადია. ძალიან თბილი და მზრუნველი მშობლები ჰყავს, მაგრამ ალბათ, როგორც ყველას ცხოვრებაში ხდება, თაობებს შორის არის მიუღებელი ფაქტორები და მიზეზიც ეს გახდა.

    დედამ იცოდა, რომ ის თავს არ მოიკლავდა, რადგან სახლიდან ტანსაცმელი წაიღო. საბედნიეროდ, ის ახლა, ცოცხალი და უვნებელია.

    ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება."
    – ამბობს ოჯახის ახლობელი.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ