სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჩემი ქართველების სიყვარული და ენერგია..მინდა, რომ ყველას დავუფასო"-ნუცას ემოციური კომენტარი

    "ჩემი ქართველების სიყვარული და ენერგია..მინდა, რომ ყველას დავუფასო"-ნუცას ემოციური კომენტარი
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართველები ისეთ ძალას მაძლევენ, რომ დარწმუნებული ვარ ეს სიძლიერე, რასაც მე ვგრძნობ, ყველა მწვერვალზე ამიყვანს, იმდენად დიდია ეს ენერგია,“ – ამის შესახებ ნუცა ბუზალაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

    ნუცამ ამერიკული ოცნების შესახებაც ისაუბრა.

    „რაც ვნახე, რაც გავიგე ზოგადად ჰოლივუდის შესახებ, ამის შემდეგ ოცნებად მქონდა ჰოლივუდი, იმდენჯერ წარმოვიდგენდი ჩემს თავს აქ…იმასაც კი წარმოვიდგენდი ხოლმე, თუ როგორ ვაძლევდი ინტერვიუს ინგლისურად…“ – თქვა ნუცამ.

    ინტერვიუს დროს ნუცამ ცხოვრების სირთულეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ სირთულეებმა გააძლიერა.

    „ყველაზე დიდი სირთულე იყო ის, რომ 16 წლიდან ძალიან ბევრი რამ ავიღე ჩემს თავზე იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ მქონდა. 16 წლიდან ყველანაირად დამოუკიდებელი ვარ, ეს იყო ალბათ ყველაზე რთული, იმის მაგივრად რომ მეფიქრა, მაგალითად რომელ უნივერსიტეტში ჩავაბარო, სად ვისწავლო, სხვა რაღაცებზე ვფიქრობდი. ვფიქრობდი იმაზე, სად გამოვსულიყავი, რაღაც გადასახდელი გვაქვს, რაღაც გასაკეთებელია.

    აბსოლუტურად ყველაფერი ჩემს თავზე იყო 16 წლიდან, რაც ჩემს ოჯახს ეხება და ალბათ ეს იყო ყველაზე რთული ჩემს გზაში, რაც გავიარე, თუმცა ამან შემქმნა იმ ადამიანად, რაც ახლა ვარ. მე ამისთვის დედაჩემს ვუხდი დიდ მადლობას… ძალიან ბედნიერი ვარ ეს გზა რომ გავიარე, ეს გზა რომ არ გამევლო, აქაც არ ვიქნებოდი, არ მექნებოდა ამხელა მოტივაცია, ამხელა ჟინი ცხოვრების, რომ ყველაფერი შევქმნა და ყველაფერი გამეკეთებინა.

    ეს გზა ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ნახო კარგიც, უნდა ნახო გაჭირვებაც, რომ შემდეგ ადამიანებთან სხვა დამოკიდებულება გქონდეს. ვიღაცას, რომ შენნაირი პრობლემა ექნება ცხოვრებაში, რაც შენ უკვე გამოიარე, რომ იმას დაეხმარო,“ – აღნიშნა ნუცამ.

    ნუცა ბუზალაძემ „იმედის“ ეთერიდან ქართველებს მიმართა და მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

    „მართლა წარმოუდგენელ ძალას ვგრძნობ, ჩემი ქართველების სიყვარული და ენერგია რა ძალასაც მე მმატებს, მართლა მინდა, რომ ყველას დავუფასო, უკან დავუბრუნო.

    მე რაც შემეძლება გავაკეთებ, რათა ჩემი ქვეყნის განვითარებაში, ჩემი ხალხის წარმატებაში მეტი წვლილი შევიტანო. რადგან მე დღეს აქ ვარ, ე.ი ამას მიზეზი აქვს.

    ამიტომ მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, მინდა ვუთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, როგორც არ უნდა დასრულდეს პროექტი. ზუსტად ვიცი, რომ ამ პროექტის მერეც ძალიან მაგარი რაღაცები მოხდება, რაც მარტო ჩემთვის კი არ იქნება მაგარი? ყველა მომღერლისთვის და არტისტისთვის, ვინც ქართველებს გვყავს.

    ძალიან მიყვარხართ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემით მთელი ცხოვრება, სანამ მე ცოცხალი ვარ, ყველამ იამაყოს,“ – აღნიშნა ნუცა ბუზალაძემ.