სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „მოდით საქართველოს დროშით და „ნაპოლის“ მაისურებით...“ - რატომ იღებს იტალიელი რეჟისორი ქართველებზე ფილმს

    „მოდით საქართველოს დროშით და „ნაპოლის“ მაისურებით...“ - რატომ იღებს იტალიელი რეჟისორი ქართველებზე ფილმს
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართველი მედიატორი და თარჯიმანი, მაკა ხაჩოშვილი ამბობს, რომ იტალიელ რეჟისორს საქართველოს შესახებ ფილმის გადაღება სურს. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.

    „ნეაპოლში იტალიელი რეჟისორი იღებს დოკუმენტურ მოკლემეტრაჟიან ფილმს ქართველებზე. ეს იქნება ფილმი, რომელიც ჩვენს ქვეყანას და კულტურას გაუწევს პოპულარიზაციას იტალიაში და მის ფარგლებს გარეთ.

    მინდა თხოვნით მოგმართოთ, ვისაც სურვილი ექნება, 30 აპრილს, კვირა დღეს, რომ მოხვიდეთ ქართული ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეძლებისდაგვარად საქართველოს დროშით და „ნაპოლის“ მაისურებით.

    ასევე რეჟისორის თხოვნით, ვისაც სურათი გაქვთ ხვიჩას ფიგურასთან გადაღებული, კომენტარებში გამოგვიგზავნეთ ან ჩემს პირად "მესინჯერში".

    რეჟისორი ასევე დაინტერესებულია ქართველი მოცეკვავეებით, რომლებიც ნეაპოლში ცხოვრობენ.

    დამატებითი დეტალებისთვის დამიკავშირდით პირადში ან დატოვეთ კომენტარი". - წერს მაკა ხაჩოშვილი.