სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკას აქვეყნებს

    გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკას აქვეყნებს
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკას აქვეყნებს, რომელიც აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით ასე გამოიყურება:

    ისტორია აირჩია 22 200-მდე აბიტურიენტმა;
    მათემატიკა - 15 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
    ბიოლოგია - 3 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
    ქიმია - 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
    გეოგრაფია - 2 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
    ფიზიკა - 700-მდე აბიტურიენტმა;
    ლიტერატურა - 1 300-მდე აბიტურიენტმა;
    სამოქალაქო განათლება - 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
    სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება კი 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.


    2023 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდა, თუმცა აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ 13 აპრილის 18:00 საათამდე შეეტანათ ცვლილებები ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალში ან შეეცვალათ გამოცდის ენა. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 45 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა რეგისტრაცია.

    შეგახსენებთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღემდე შეეძლებათ. კონკრეტული რიცხვი აგვისტოს თვეში გამოქვეყნდება.