გორში, სოფელ ატენში, გამოძახებაზე მიმავალ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
კადრებს სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი აქვეყნებს.
როგორც ფოტოზე ჩანს ავტომობილი სრულად დაიწვა.
"სოფელ ატენში გამოძახებულ, გაუმართავ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანას გზაში ცეცხლი გაუჩნდა", - წერია "ნაციონალური მოძრაობის" პოსტზე.