ჩცდს მსახიობი, ლევან ყოჩიაშვილი, რომელიც სერიალში დათოს როლს ასრულებს, ტასოს და ჯეკოს როლების შემსრულებლებზე ისაუბრა:
"ჩემი ცოლის დაქალებში" ტასოს და ჯეკოს როლების შემსრულებლები ჩვენს ხელში გაიზარდნენ. დიდი ხნის განმავლობაში ფაქტობრივად, ერთად ვცხოვრობდით:
თავდაპირველად სერიალში იმდენი პერსონაჟი არ იყო, რამდენიც ახლაა. ძალიან გულთბილი ურთიერთობა გვაქვს. ჩემთვის ძვირფასი ადამიანები არიან... სერიალში უკვე ბავშვების მესამე თაობა გაიზარდა", - ამბობს ლევანი.
შეგახსენებთ, რომ "ჩცდ" შესაძლოა, სრულად დაიხუროს.