სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "კვარაცხელიას საქართველოში ნეაპოლის მსგავსად საოცრებები იგეგმება ჩემპიონობის აღსანიშნავად" - რას წერს იტალიური მედია

    "კვარაცხელიას საქართველოში ნეაპოლის მსგავსად საოცრებები იგეგმება ჩემპიონობის აღსანიშნავად" - რას წერს იტალიური მედია
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „ნაპოლის“ გულშემატკივრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩემპიონობის აღსანიშნავად ემზადებიან.

    ცნობილმა იტალიურმა გამოცემა, Calcio Napoli 24-მა იმ ღონისძიების მცირე ჩამონათვალი გაავრცელა, რომელიც 4 ივნისს, სერია A-ს ბოლო ტურში, „ნაპოლისა“ და „სამპდორიას“ მატჩის შემდეგ არის დაგეგმილი.

    „სკუდეტოსთვის მიძღვნილი ღონისძიებები მთელ მსოფლიოს მასშტაბით გაიმართება. კლუბის ისტორიაში, მესამე ჩემპიონობის აღნიშვნის დროს, ყურადღების ცენტრში მხოლოდ ნეაპოლი არ იქნება. „ნაპოლის“ გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან აქტიურად ემზადებიან საბოლოო გამარჯვების აღსანიშნავად.

    რა თქმა უნდა, იქნება წვეულება ნიუ-იორკში, სადაც ნეაპოლიტანური ემიგრანტების დიდმა ნაწილმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა, რომ 4 ივნისს, ნეაპოლში დაგეგმილ წვეულებაზე, ტელევიზიით პირდაპირ ეთერში ჩაერთვებიან.

    მაგრამ ეს ყველაფერი არ არის: ნიუ-იორკის შემდეგ, პირდაპირ ეთერში ჩაერთვებიან ლათინო ამერიკის ქალაქები, იქნება ჩართვები ევროპის არაერთი ქვეყნიდან და რა თქმა უნდა, კვარაცხელიას საქართველოდან, სადაც მისი გადმოსვლის შემდეგ, ყველა „ნაპოლის“ გულშემატკივარი გახდა.“ - წერს CN24.