სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სროლა, წყლის ნაკლებობა..ეს იყო ჯოჯოხეთი" - სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების შემზარავი განცხადება

    "სროლა, წყლის ნაკლებობა..ეს იყო ჯოჯოხეთი" - სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების შემზარავი განცხადება
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი სამშობლოში იმყოფება. დღეს ქვეყანაში 20 მათგანი დაბრუნდა. ამ ეტაპზე, თბილისში ჩამოვიდნენ ავიაკომპანია "ჯეოსქაის" თანამშრომლები.

    ისინი "კურიერს" სუდანში არსებულ რთულ ვითარებაზე უყვებიან.

    "სიტყვებით ვერ გადმოვცემ, შესადარებლად რას შევადარო არ ვიცი. სროლა, წყლის ნაკლებობა, მოგეხსენებათ აფრიკაში ყველაფერი რთულია, პლუს ომი დაემატა, ვერსად ვერ გადიხარ. ამ 10 დღის განმავლობაში იყო ერთგვარი ჯოჯოხეთი, რასაც ვერ გადმოვცემდით. ყველას ოჯახი გველოდებოდა. ღვთის წყალობით, მადლობა უფალს რომ მშვიდობით დავბრუნდით და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული," - განაცხადა ალექსანდრე საათაშვილმა.

    რაც შეეხება კომპანია "მაი ვეის," მათი 13 წარმომადგენელი საქართველოში ხვალ დაბრუნდება. 33 პირის გაყვანა ხართუმიდან, სადაც ამ დრომდე სროლებია, ორი დღის წინ კაიროში ავტობუსებით მოხერხდა, მოგვიანებით ისინი ეგვიპტის გავლით თურქეთში გადავიდნენ. საქართველოს მოქალაქეების სუდანიდან უსაფრთხოდ გამოყვანა საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარტნიორების დახმარებით უზრუნველყო.