ყვარელში, სასწრაფო დახმარების მანქანას სავარაუდოდ გზა ფორდის მარკის სატვირთომ გადაუკეტა და შეჯახების შედეგად მანქანა ამობრუნდა.
ამ შემთხვევის დროს 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ექიმი და ექთანი.
ექიმის და ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.
შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცველები მუშაობენ.