სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სპალეტი: "მშვიდად ვართ, მაგრამ კვარაცხელიას ვარჯიში სჭირდება"

    სპალეტი: "მშვიდად ვართ, მაგრამ კვარაცხელიას ვარჯიში სჭირდება"
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხვიჩა კვარაცხელიამ მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშიც გამართა, სადაც გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

    სავარჯიშო სესიის შემდეგ იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა კომენტარი.

    "კვარაცხელია და ოლივერა ძალიან მოტივირებულები არიან, ისინი კარგ დროს შემოგვიერთდნენ, რომ ამ შეკრებაზე მაქსიმუმი აჩვენონ. კვარას ტესტებმა აჩვენა, რომ ჯერ ცოტა ფიზიკური ვარჯიში სჭირდება. თუმცა, მშვიდად ვართ, რადგან ვიცით მისი ხარისხი, კვარაცხელია და ოლივერა არიან ახალგაზრდები, რომლებსაც აქ ყოფნისთვის საჭირო თვისებები აქვთ",- განაცხადა სპალეტიმ.