სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ცნობილია კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები

    ცნობილია კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დღეს ფილიპინების დედაქალაქ მანილაში კალათბურთის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრები F ჯგუფში, სლოვენიის, ვენესუელას და კაბო ვერდეს წინააღმდეგ ითამაშებს.

    ჩვენი გუნდი შეხვედრებს იაპონიის ქალაქ ოკინავაში, ოკინავა არენაზე გამართავს.

    კალათბურთში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს 3 ქვეყანა, იაპონია, ფილიპინები და ინდონეზია უმასპინძლებს. ტურნირი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება და მასში საქართველოს ნაკრები მონაწილეობას ისტორიაში პირველად მიიღებს.