სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ცესკოს თავმჯდომარემ 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგი წარადგინა

    ცესკოს თავმჯდომარემ 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგი წარადგინა
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცესკოს თავმჯდომარემ 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგი წარადგინა.

    „დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის. სწორედ დღეს, პირველად გამოვიყენეთ ასეთი ფართო მასშტაბით საარჩევნო ელექტრონული აპარატები და დღის ბოლოს უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ტექნოლოგიების გამოყენება წარმატებით განხორციელდა.

    ამომრჩეველთა აქტივობა და ის ფაქტი, რომ პროცესი წარიმართა ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაუწია ორგანიზება არჩევნებს. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენთან ერთად ამ პროცესის წარმატებით წარმართვაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს როგორც ამომრჩევლებმა, ისე იმ ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესში. ასევე მედიამ, რომელმაც როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე კენჭისყრის დღეს უზრუნველყო საარჩევნო პროცესების გაშუქება და ამომრჩეველთა ინფორმირება. ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის ახალი პლატფორმების ფარგლებში ერთობლივად, არაერთხელ ვიმსჯელეთ საარჩევნო საკითხებზე.

    მოვისმინეთ და შესაძლებლობის ფარგლებში გავითვალისწინეთ მათი მოსაზრებები, რეკომენდაციები, რამაც გაგვიმარტივა ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების კიდევ უფრო მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ინტერესი, რომელიც ამ არჩევნებმა გამოიწვია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებში. ამ არჩევნებს დღეს აკვირდებოდნენ ჩვენი კოლეგები 12 ქვეყნიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები. აგრეთვე 22 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია და რა თქმა უნდა მედია. ეს ინტერესი გარკვეულწილად გამოწვეული იყო სწორედ იმ ფაქტით, რომ ამ არჩევნებზე ჩვენ ფართო მასშტაბით გამოვიყენეთ ელექტრონული ტექნოლოგიები და ამ მხრივ არაერთი ნოვაცია შევიტანეთ საარჩევნო პროცესში“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.