სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: "გიოსნაირად ვერ იმღერებ, ტკივილიც ჰქონდა გულში, სიხარულიც..“ - როგორ იხსენებენ ზუკა ხუციშვილი და მაია ჯორჯაძე გიო ხუციშვილს

    VIDEO: "გიოსნაირად ვერ იმღერებ, ტკივილიც ჰქონდა გულში, სიხარულიც..“ - როგორ იხსენებენ ზუკა ხუციშვილი და მაია ჯორჯაძე გიო ხუციშვილს
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ზუკა ხუციშვილსა და მაია ჯორჯაძეს გადაცემა "გვიანი დილა" სახლში ესტუმრა.

    ზუკამ და მაიამ, ყველასათვის საყვარელი მომღერალი, გიო ხუციშვილი მაყურებლის წინაშე კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

    "მამა კედელი იყო. იცოდი, რომ ზურგს უკან უზარმაზარი ძალა იყო. მოსიარულე რჩევა იყო მთელი ცხოვრება. იმის ნახევარი მაინც თუ გამომივა ცხოვრებაში, რაც მან მოასწრო, არ ვიცი.

    როგორ მოასწრო არ ვიცი. სიკეთეც დათესა, ბევრი იმღერა, ბევრი მოილხინა…

    გიოსნაირად ვერ იმღერებ, რაღაცნაირი ტკივილიც ჰქონდა გულში, სიხარულიც, ოდნავ ასე თუ შევძელი სიმღერა გამიხარდება…ცხოვრებისეული გზა რაც გაიარა, იმას მღეროდა სულ.

    მაია ჯორჯაძე: სულ რაღაცას ცვლიდა, რაღაცას იგონებდა. უცებ მეტყოდა, მოდი იმათ შევხვდები, მოვიყვან და ახალი ბენდი გავაკეთოთ. მერე ერთ-ორ წელში ეს მობეზრდებოდა, თავიდან დაიწყებდა.

    ერთხელ რაღაც სიმღერა დავწერე, ერქვა „მიყვარხარ“, რომელსაც გიო მღერის, (სხვათა შორის მინდა მაგის თავიდან გაკეთება) და რადიოში წაიღო, პრემიერა გაკეთდა რადიოში.

    ასე თქვა, რომ მუსიკა მაიასი და ტექსტი ჩემიაო, რომ გამოვიდა ვუთხარი, გიო არ შეგრცხვა, გაგეფრთხილებინე მაინც-მეთი…და მითხრა რა მნიშვნელობა აქვსო…"
    - ამბობს ზუკა ხუციშვილი.

    ნახეთ ვიდეო: