სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: " შენ ვარსკვლავი ხარ" - როგორ შეაფასა ჟიურიმ ნუცა ბუზალაძის შესრულება

    VIDEO: " შენ ვარსკვლავი ხარ" - როგორ შეაფასა ჟიურიმ ნუცა ბუზალაძის შესრულება
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართველი მომღერალი, ნუცა ბუზალაძე, "American Idol-ის" შემდეგ ტურში სამწუხაროდ, ვერ გადავიდა, მაგრამ მან თავისი შესრულებით ყველა აღაფრთოვანა.

    აღსანიშანვია, რომ ნუცამ ყველას გაოცება მოახერხა.

    "ნუ შეიცვლები, ვერ შეიცვლები, ვფიქრობმ გააორმაგე ეს გამოსვლა, ადამმა რაც გითხრა გაითვალისწინე, განსაკუთრებით დასაწყისსში, ვგულისხმობ რომ ყოველთვის არ გჭირდება 10 იყო, ზოგჯერ ოთახის გაკონტროლება შეგიძლია 2,3,4-თაც, მაგრამ სიტყვა "სიგიჟე" ( Nuts) შენს სახელშია. შენ იქნები ნუცა, ყოველთვის და სამუდამოდ." - ასე შეაფასა ქეითი ფერიმ ნუცას გამოსვლა.

    "იცი, ამ საქმეში მნიშვნელოვანი ელემენტი, არის ბრძოლა. შენ უნდა იბრძოლო ყოველ დღე, რეკლამის დროსაც. მე და ლიონერი ვლაპარაკობდით, ყოველ ჯერზე როცა სცენაზე გამოვდივართ, ჩვენს მაქსიმუმს ვდებთ, ვიბრძვით და ასეა ქეითიც და ამას აკეთებ შენც. იბრძვი გვაძლევ შენს ყველაფერს, გვართობ, ოთახში ყველას ატყვევებ. სწორედ ესაა მიზანი და ეს შენ შეძელი."- ამბობს ლუკა ბრაიანი.

    "მე თუ მკითხავთ, დავიწყე რიცხვები, 1, 5, 7, 10, 20, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ყოველი შესრულება, რასაც გვთავაზობ, არის გამიზნული შოუ - ბიზნესისთვის. არის კარიერისთვის, შენ ვარსკვლავი ხარ, რა რიცხვშიც არ უნდა მოხვდე ჩემი აზრით შენ ეს შეძელი."- აღნიშნავს ლიონერ რიჩი.

    ნახეთ კადრები: