სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • დაავადებები, რომლებიც ბავშვებისთვის სასიკვდილოდ ითვლებოდა, დღეს კი განკურნებადია

    დაავადებები, რომლებიც ბავშვებისთვის სასიკვდილოდ ითვლებოდა, დღეს კი განკურნებადია
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ანტიბიოტიკების შექმნამდე ბავშვის ორგანიზმი ინფექციურ დაავადებებს ვერ ებრძოდა.

    ჯერ კიდევ საუკუნის წინ, თუ ბავშვს რაიმე ინფექცია დაემართებოდა, მისი დღეები დათვლილი იყო.

    ეს დაავადებები ანტიბიოტიკებისა და ვაქცინების წყალობით დღეს სასიკვდილო საფრთხეს აღარ წარმოადგენს, თუმცა ჩვენს საუკუნეში ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებიც გაჩნდნენ და ანტიბიოტიკების გადაჭარბებული მოხმარების პრობლემაც დადგა, რაც მომავალში მათ ეფექტურობას დაასუსტებს

    წარმოგიდგენთ 4 ინფექციას, რომლებსაც დღეს ვაქცინები და ანტიბიოტიკები მართავენ, მათ გარეშე კი ისინი ბავშვების სიცოცხლისთვის საშიშია.

    წითელა

    სანამ წითელას ვაქცინა გამოჩნდებოდა, ეპიდემიები ხშირი იყო და ყოველ ჯერზე დაავადება 2-2,5 მილიონი ბავშვისა და მოზრდილის სიცოცხლეს იწირავდა. მას შემდეგ, რაც ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა, მხოლოდ 21-ე საუკუნეში 20 მილიონზე მეტი სიცოცხლე გადარჩა.

    წითელა ძალზე გადამდებია და ხველების, სურდოს და წითელი გამონაყარის სახით ვლინდება. ადამიანები იღუპებიან გართულებების შედეგად - როდესაც ხდება ღვიძლის, თავის ტვინის ან გულის კუნთის მწვავე ანთება. ის ყველაზე ხშირად ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში. და 30 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში გვხვდება

    სხვათა შორის, წითელა ჯერაც არ იკურნება - ექიმები მხოლოდ სიმპტომებთან საბრძოლველ მედიკამენტებს ნიშნავენ. მაგრამ დაცვის მიზნით, ბავშვებს ორჯერადად ცრიან. იმუნიტეტი 10-18 წლის განმავლობაში ნარჩუნდება და შემდეგ წლებშიც სასიკვდილო გაფრთულებებისგან იცავს.

    ტუბერკულოზი

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 21-ე საუკუნის პირველ 20 წელიწადში ადრეული დიაგნოზის წყალობით 60 მილიონი სიცოცხლე გადარჩა თუმცა, გასულ საუკუნეში მდგომარეობა გაცილებით უარესი იყო ანტიბიოტოკის შექმნამდე შეუძლებელი იყო მიკობაქტერიასთან, – კოხის ბაცილასთან გამკლავება. დღეს ექიმები, დიაგნოზის დადასტურების შემდეგ, მკაცრი სქემით უნიშნავენ პაციენტს წამლების კურსს,

    თუმცა იმის მიუხედავად, რომ ტუბერკულოზი განკურნებად დაავადებად ითვლება, ის მაინც შედის მსოფლიოში სიკვდილიანობის ტოპ 10 მიზეზს შორის. სიკვდილიანობის მიზეზი გვიანი დიაგნოსტიკა ან დაგვიანებული მკურნალობაა. სხვათა შორის, ბავშვებში და მოზარდებში ინფექცია უფრო მძიმეა.

    ცოფი

    ცოფის ვირუსი ადამიანს ცხოველის კბენის შემდეგ გადაეცემა –ზოგჯერ ინფექცია ცხოველის ნერწყვითაც გადადის, თუ ის დაზიანებულ კანზე მოხვდება.

    სამწუხაროდ, ინფექცია სწრაფად ვითარდება, კრუნჩხვები და დამბლა ძალიან სწრაფად იწყება. სიკვდილი შეიძლება ნაკბენიდან ერთი დღის შემდეგაც დადგეს.

    დღეს ცოფს ვაქცინით ებრძვიან, რომელსაც თითქმის 100%-იანი გარანტია აქვს.

    შავი ჭირი

    შუა საუკუნეებში ამ ბაქტერიულმა ინფექციამ მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა - დღეს ის კონტროლის ქვეშაა, რაც ვაქცინაციის დამსახურებაა.

    ინფექციის წყარო ძირითადად ვირთხები არიან. ინფექცია ადამიანიდან ადამიანს ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა. სიმპტომები: შაკიკი, მაღალი სიცხე, თვალების ქვეშ სისხლჩაქცევები და ენაზე თეთრი ნადებია. ხშირად ვითარდება სეფსისი და ჰალუცინაციები.

    დღეს, როგორც პნევმონიული, ისე ბუბონური ჭირის მკურნალობა ადრეულ ეტაპზე ანტიბიოტიკებითაა შესაძლებელი. მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია - განსაკუთრებით ბავშვებში.

    ჭირის ეპიდემია თავის დროზე ვაქცინაციამ შეაჩერა და დღეს ის ადამიანებში პრაქტიკულად აღარ არსებობს. შესაბამისად, ვაქცინის საჭიროებაც აღარ დგას.