სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება - შეცდომები, რომლებსაც მძღოლობის კანდიდატები რეალური მოძრაობის პირობებში უშვებენ

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება - შეცდომები, რომლებსაც მძღოლობის კანდიდატები რეალური მოძრაობის პირობებში უშვებენ
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო იმ შეცდომების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებსაც მძღოლობის კანდიდატები რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარებისას უშვებენ.

    არასათანადოდ იყენებენ მოხვევის შუქ-მაჩვენებელს.

    არ ასრულებენ ან არასათანადოდ ასრულებენ საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნებს.

    არასათანადოდ აკვირდებიან არსებულ საგზაო ვითარებას, არ ახორციელებენ მასზე მეთვალყურეობასა და კონტროლს.

    არ ასრულებენ შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნებს.

    გზას არ უთმობენ უპირატესობის მქონე საგზაო მოძრაობის მონაწილეს.

    გზის მონაკვეთის შესამოწმებლად არ იყენებენ ავტომობილის უკუხედვის შიდა და გარე სარკეებს.

    ცნობისათვის, 2023 წლის 25 აპრილიდან „B“ და „BE“ კატეგორიების ტრანსპორტის მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა. პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ტარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.