სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა ღირს ბალენსიაგას კაბა, რომელიც ნუცას "American Idol"-ში ბოლო გამსოვლისას ეცვა

    რა ღირს ბალენსიაგას კაბა, რომელიც ნუცას "American Idol"-ში ბოლო გამსოვლისას ეცვა
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ამერიკული მეგაპროექტის American Idol-ის სცენაზე QUEEN-ის ცნობილი სიმღერით The show must go on წარდგა.

    არაჩვეულებრივი შესრულების შემდეგ ნუცამ ჟიურისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

    შენ მზად ხარ ამერიკის შოუბიზნესში სამუშაოდ... არ გაჩერდე!",- მიმართა ჟიურიმ.

    Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას მიერ შექმნილი წითელი კაბა, რომელიც ნუცა ბუზალაძეს ამშვენებდა 3.190$ ღირს.

    აღსანიშნავია, რომ ქართველი გენიოსის მიერ შექმნილი სამოსით ნუცაც ამაყობს.

    „როგორ მოგწონთ ჩემი ბალენსიაგას ლუქი? მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაცვია კაბა, რომელიც არის ჩვენი ქართველი გენიოსის დემნას მიერ შექმნილი“ - დაწერა ნუცამ.

    რა ღირს ბალენსიაგას კაბა, რომელიც ნუცას "American Idol"-ში ბოლო გამსოვლისას ეცვა


    შეგახსენებთ, რომ ნუცა ვერ მოხვდა TOP-10 კონკურსანტს შორის და პროექტს გამოეთიშა.