სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რომელი სახელები "უხდებათ" მაისში დაბადებულ ბავშვებს

    რომელი სახელები "უხდებათ" მაისში დაბადებულ ბავშვებს
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მაისში, გაზაფხულის ყველაზე თბილ თვეში დაბადებული ბავშვები, ბუნებისგან საჩუქრად თვისებების მთელ ნაკრებს იღებენ. წელიწადის ამ დროს ყველაფერი გაფურჩქნილია და თვალს ულამაზესი ფერებით ახარებს. მაისში კუროსა და ტყუპების ნიშნების წარმომადგენლები იბადებიან. კურო ვენერას მფარველი პლანეტაა, რომელიც სილამაზეზე, რომანტიკაზე და მატერიალურ სიმდიდრეზეა „პასუხისმგებელი“.

    მაისის ბავშვების სახელიც შესაბამისი უნდა იყოს - ჟღერადი, უჩვეულო, დასამახსოვრებელი. თუ ბავშვს მაისში ელოდებით, მაგრამ მისთვის სახელი ჯერ არ შეგირჩევიათ, გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო იდეას.

    მაია - ლათინურად „მაისში დაბადებულს“ ნიშნავს. ამ სახელის მფლობელები დამოუკიდებელი და ძლიერი პიროვნებები არიან, რომლებიც ბუნებამ ნიჭით და შეუპოვრობით დააჯილდოვა. ამ სახელის მამრობითო ფორმაა მეისი.

    ანაბელი - მასაც ლათინური ფესვები აქვს, რომელიც ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში იყო პოპულარული. თარგმანში ნიშნავს ”საყვარელს”, ”მომხიბვლელს”. ეს ლამაზი სახელი ძველ მწერლებსა და პოეტებს ძალიან უყვარდათ. მოფერებითი და ამ სახელისგან წარმოებული ფორმებია: ბელი, ანაბელა, ანაბელინდა, ანებელი.

    ვიტალი - ლათინურად ნიშნავს "სასიცოცხლოს", სიცოცხლისთვის საჭიროს. აქედან ვიტამინი - "სიცოცხლისათვის აუცილებელი ნივთიერება"

    თომა - ძველი ებრაულად "მარჩბივი" ანუ ტყუპის ცალი,ტყუპთაგან ერთ-ერთი.

    ლაშა - "ნათელი", "შუქი". ლაშარი სალოცავია ფშავ-ხევსურეთში, ალაშარა აფხაზურად "სინათლეს" ნიშნავს. ლაშა კავშირშია ამ სიტყვებთან, იგი მომდინარეობს წარმართული ღვთაების სახელისაგან.

    ითვლება, რომ ბავშვი წმინდანის მფარველობის ქვეშ ექცევა, ვისი სახელობის დღესაც დაიბადება. ამიტომ სახელის დარქმევისასაც მშობლები ხშირად ცდილობენ გაითვალისწინონ იმ წმინდანის ხსენების დღე, რომელსაც შეიძლება დაემთხვას პატარის დაბადება. გთავაზობთ იმ რამდენიმე წმინდანის სახელებსა და მათი ხსენების რიცხვებს, რომლებიც მაისს უკავშირდება.