მომღერალი მარიამ როინიშვილი საკუთარ გამომწერებს წონის კლებასთან დაკავშირებულ რჩევებს უზიარებს. მისი თქმით, ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა საღამოს კვებაზე უარის თქმა.
მომღერალმა ბოლო რრამდენიმე წელში საგრძნობლად დაიკლო წონაში რაც არც მის გამომწერებს გამორჩენიათ. ხალხს გაუჩნდა კითხვა, თუ როგორ მოახერხა მარიამმა ეს.
„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ რაც 30 წლის გავხდი, ორგანიზმში ძალიან ბევრი რამე შემეცვალა. თითქოს, სხვანაირად რეაგირებს ჩემი სხეული ყველაფერზე. რაც ადრე წონაში მამატებინებდა, ახლა, პირიქით. სულ დაკვირვების პროცესში ვარ. ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რომ საღამოს კვების გაუქმება, ყოველთვის საუკეთესო
გადაწყვეტილებაა”, – წერს მარიამ როინიშვილი.