სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • Met Gala 2023-ის მოულოდნელი სტუმარი - ვინ იმალებოდა კატის კოსტუმს მიღმა

    Met Gala 2023-ის მოულოდნელი სტუმარი - ვინ იმალებოდა კატის კოსტუმს მიღმა
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მაისის პირველ ორშაბათ, ტრადიციულად მეთ გალა 2023 ნიუ იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში საზეიმოდ გაიხსნა. წლევანდელი მეთ გალა თანამედროვე მოდის ინდუსტრიის ლეგენდას, დიზაინერ კარლ ლაგერფელდს მიეძღვნა. "კარლის ლაგერფელდი - სილამაზის ხაზი.", - სწორედ ასე ერქვა წლევანდელი მეთ გალას თემას. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

    მეთ გალას წითელ ხალიჩაზე გიგანტური კატის ფორმაში გამოწყობილი სტუმარი გამოჩნდა, რომელიც, როგორც გაირკვა, მსახიობი ჯარედ ლეტო იყო. მისგან ასეთი განსახვავებული და ორიგინალური ლუქი არავის გაჰკვირვებია, რადგან ჯარედი ექსტრავაგანტულობით ყოველთვის ამბობდა თავის სათქმელს მეთ გალაზე.

    ჯარედ ლეტო წლევანდელი მეთ გალასთვის კარლ ლაგერფელდის კატის, შუპეტის, კოსტიუმში გამოეწყო. როცა ჯარედ ლეტო წითელ ხალიჩაზე ბეწვში გახვეული გამოჩნდა, კოსტიუმი სახესაც უფარავდა და ყველა დაინტერესდა, ვინ იყო სინამდვილეში შუპეტის კოსტიუმში გამოწყობილი სტუმარი.

    ცნობისთვის, კარლ ლაგერფელდის კატა შუპეტი ჯარედ ლეტოზე ნაკლებად პოპულარული სულაც არ არის. შუპეტი დაჯილდოებებზე ხშირად ჩნდება და კერძო თვითმფრინავებითაც მგზავრობს. ჯარედ ლეტოს კი შუპეტის კოსტიუმის მორგებით საზოგადოების ყურადღების მიპყრობა არ გასჭირვებია. შპეტი მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი კატაა, იგი მოდელობით 2 მილიონს გამოიმუშავებს.

    Met Gala 2023-ის მოულოდნელი სტუმარი - ვინ იმალებოდა კატის კოსტუმს მიღმა