სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO:ხომ ხედავთ, რა პატარაა სამყარო, ვინ მოინდომა ნუცას გაცნობა - ნუცა შესაძლოა საოცარ ხელში მოხვდეს

    VIDEO:ხომ ხედავთ, რა პატარაა სამყარო, ვინ მოინდომა ნუცას გაცნობა - ნუცა შესაძლოა საოცარ ხელში მოხვდეს
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მუსიკალურ პროდიუსერ სტივი ჯისა და ნუცა ბუზალაძეს შორის, შესაძლოა, თანამშრომლობა შედგეს. ამერიკული ოცნებები რა მოულოდნელადაც ხდება, კი ვიცით. სტივის ჩვენი მამაცი გოგოს გაცნობა მოუთხოვია. ეს ცოტა ამბავი სულაც არ არის. ამხელა გაქანების მუსიკალური პროდიუსერი, ამ მასშტაბის პროექტში რომ მიზანში ამოგიღებს - ეს მაგარი გოგო გამაცანითო, სულ ცოტა, სიხარულის საბაბს იძლევა. გუშინ ნუცამ, სოცქსელში გამოაქვეყნა სტივის მიმართვა, რომელიც მაყურებელს კონკურსანტისთვის ხმის მიცემას სთხოვდა.

    შეგახსენებთ, რომ ნუცა ბუზალაძე "American Idol"-ის საუკეთესო 10 მომღერალს შორის ვერ მოხვდა და პროექტი დატოვა.

    მომღერალი ცუდ განწყობაზე არ არის, პირიქით, თქვა კიდეც, რომ ამერიკაში დარჩენას აპირებს და მის უახლოეს გეგმებში, კარიერის იქ გაგრძელებაა.

    ზაზა შენგელია კი, რომელიც ნუცასთვის ხმის მიცემის კამპანიით აქტიურად იყო დაკავებული, ფეისბუქზე წერს, რომ ოთხი წლის წინ, სადებიუტო ალბომის ჩაწერის დროს, ნუცამ, "ბრავო რექორდსში", ზაზას დაჟინებული თხოვნით, ჩაწერა Faith Evans-ის "Prayer". ევანსი კი სტივი ჯის მეუღლეა, იმ პროდიუსერის, რომელმაც ნუცას გაცნობა მოითხოვა. დამთხვევაც ეს არის.