სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ცდილობდნენ ჩირქი მოეცხოთ ჩემი შვილისთვის, ღმერთს ნუ სცოდავთ, დაისჯებით" - დაკარგული ლიკა გიორგობიანის დედა

    "ცდილობდნენ ჩირქი მოეცხოთ ჩემი შვილისთვის, ღმერთს ნუ სცოდავთ, დაისჯებით" - დაკარგული ლიკა გიორგობიანის დედა
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    წყალტუბოში დაკარგულ ლიკა გიორგობიანის შესახებ ჩვენმა გვერდმა უკვე მოაგწოდათ ინფორმაცია. ახლა კი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ლიკას დედა, ხათუნა გიორგობიანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

    "მთელი სულით და გულით მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, ვინც ჩემი ტკივილი გულთან მიიტანა, ვინც თუნდაც ერთი თბილი მესიჯით მანუგეშა. მთელი საქართველო ჩემს გვერდით იდგა. მე ამას ვგრძნობდი. საუბარი მაქვს იმ უცხო ადამიანებზე, რომლებმაც იგრძნეს თუ როგორ მტკიოდა ეს ყველაფერი და ასევე არ გაკიცხეს ჩემი შვილი და არ მოიგონეს ათასი სისულელე, არ გასვარეს ტალახში მისი სახელი.

    თუმცა გამოერია ისეთი არა ადამიანებიც, რომლებსაც სხვისი გასაჭირი გულთან არ მოუტანიათ, არამედ თავიანთი მახინჯი სულის და ბოროტი ენის საშუალებით ცდილობდნენ ჩირქი მოეცხოთ, ჩემი შვილისთვის და ამ დროს ვინ იცის რა მოხდა? ღმერთს ნუ სცოდავთ, შეიძლება ხვალ თქვენი განსაცდელის დღე დადგეს, მაგრამ მე არც ერთ ასეთ კომენტარზე არ მიპასუხია, რადგან ამას კეთილი სულის უცხო ადამიანები აკეთებდნენ ჩემს მაგივრად.

    დაფიქრდით ხალხო, ასე არ შეიძლება! ჩემი მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს, ვინც მე და ჩემს ოჯახს ძალიან კარგად გვიცნობს, არ ვიცი როგორი მადლობა გადავუხადო, არ ვიცი როგორ ჩავიკრა თითოეული გულში. მიყვარხართ და მეიმედებით. თქვენი წყალობით მეორედ დაიბადა ჩემი ლიკა და ბედნიერი ვარ. რომ არსებობთ,"- წერს ხათუნა