სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „მილიონი შავბნელი საიდუმლო ინახება სთორებს მიღმა“ - ნუკი კოშკელიშვილის თქმით სოციალური ქსელი ყალბია

    „მილიონი შავბნელი საიდუმლო ინახება სთორებს მიღმა“ - ნუკი კოშკელიშვილის თქმით სოციალური ქსელი ყალბია
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნუკი კოშკელიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ყოველდღიურად იბრძვის საკუთარი კომპლექსების და არა საზოგადოების წინააღმდეგ.

    „მე რომ მადარდებს სხვისი აზრი, ეს არის ჩემი კომპლექსები. ყოველდღიურად ვიბრძვი არა საზოგადოების, არამედ ჩემი კომპლექსების წინააღმდეგ“,- ამბობს ნუკი.

    მოდელი და ტელეწამყვანი გადაცემებში თუ გამომწერებთან საუბარში ყოველთვის გულწრფელად ამბობს სათქმელს. უყვება მათ ისტორიებს პირადი გამოცდილებით და საზოგადოებასაც არასდროს უტოვებს კითხვებს პირად ცხოვრებასა თუ საჯარო საქმიანობაზე.

    გარდა ამისა ხშირად აქვეყნებს სამოტივაციო წერილებსა და ვიდეოებს.

    ერთ-ერთი კითხვა, რომელსაც ძალიან გულწრფელი პასუხი გასცა ნუკიმ ასეთია:

    სულ კარგ ხასიათზე როგორ ხარ? როგორ ასწრებ ამ ყველაფერს?

    - არ ვარ სულ კარგ ხასიათზე, ნუ გჯერათ სხვისი ცხოვრების სოცქსელში. მილიონი შავბნელი საიდუმლო ინახება „სთორებს“ მიღმა

    „მილიონი შავბნელი საიდუმლო ინახება სთორებს მიღმა“ - ნუკი კოშკელიშვილის თქმით სოციალური ქსელი ყალბია