სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ნუცას წასვლით ეს ძალიან დაგვაკლდება და მოგვენატრება“ - American Idol-ი ნუცა ბუზალაძეზეს ემშვიდობება

    „ნუცას წასვლით ეს ძალიან დაგვაკლდება და მოგვენატრება“ - American Idol-ი ნუცა ბუზალაძეზეს ემშვიდობება
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ამერიკულ მეგაპროექტს გამოეთიშა. სამწუხაროდ, მიღებული ხმების რაოდენობა პროექტის მომდევნო ტურში გადასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

    ნუცას აქტიურად გულშემატკივრობდნენ როგორც საქართველოში, ასევე ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, რისთვისაც ნუცამ მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

    ქართველი მომღერლის პროექტიდან გამოთიშვამ, უამრავ გულშემატკივარს დასწყვიტა გული, მათ შორის არის American Idol-ის შემოქმედებითი გუნდი, რომლებმაც ამერიკული მეგაპროექტის ოფიციალურ Facebook გვერდზე ნუცას ფოტო წარწერით „მოგვენატრება ნუცას ვარსკვლავური პერფორმანსები“ გამოაქვეყნეს.

    „ნუცას წასვლით ეს ძალიან დაგვაკლდება და მოგვენატრება“ - American Idol-ი ნუცა ბუზალაძეზეს ემშვიდობება