სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ფოტო: როგორ მიულოცა კვარას იტალიის ჩემპიონობა ნიცა თავაძემ

    ფოტო: როგორ მიულოცა კვარას იტალიის ჩემპიონობა ნიცა თავაძემ
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ოცდაცამეტწლიანი პაუზის შემდეგ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდა. მართალია, სერია-A-ს 2022-2023 წლების სეზონის დასრულებამდე ჯერ ხუთი ტური რჩება, მაგრამ ნეაპოლელებმა ოქროს მედლები უკვე გაინაღდეს. „ნაპოლის“ „უდინეზესთან“ სტუმრად მატჩში ერთი ქულაც ჰყოფნიდა და თამაში სწორედ ფრედ დასრულდა - 1:1.

    სტუმრებმა ჩემპიონობის მომტანი გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს და საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა კვარაცხელიამაც მიიღო - მისი დარტყმული ბურთი „უდინეზეს“ მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას ვიქტორ ოსიმენმა დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა.

    ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ ათი თვის წინ გადავიდა. იგი ძირითად შემადგენლობაში უმალ დამკვიდრდა და გუნდის ლიდერიც მალევე გახდა. მიმდინარე სეზონში, გასულ ოცდაცამეტ ტურში, ქართველმა შემტევმა თორმეტი გოლი გაიტანა და ათი საგოლე გადაცემა შეასრულა.

    ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში თვის საუკეთესო ფეხბურთელი სამჯერ გახდა და ამით იტალიის ჩემპიონატის რეკორდიც დაამყარა - ერთ სეზონში სამჯერ თვის საუკეთესოდ აქამდე არავინ დაუსახელებიათ.

    კვარას საცოლემ, ნიცამ ჩემპიონობა მიულოცა და ინსტაგრამზე მისი ფოტო გამოაქვეყნა საქართველოს დროშასთან ერთად:

    „დაიბადა, რომ იყოს ჩემპიონი", – წერს ნიცა თავაძე ხვიჩას ფოტოზე.

    ფოტო: როგორ მიულოცა კვარას იტალიის ჩემპიონობა ნიცა თავაძემ