სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როგორც საკუთარ შვილს მიულოცავდა ზუსტად ისე მიულოცა - ნიკო კვარაცხელიას დედა ხვიჩას ჩემპიონობას ეხმაურება

    როგორც საკუთარ შვილს მიულოცავდა ზუსტად ისე მიულოცა - ნიკო კვარაცხელიას დედა ხვიჩას ჩემპიონობას ეხმაურება
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ იტალიის ჩემპიონობას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

    „იტალიის, ნეაპოლის, ჩვენი ქვეყნის, თვითეული ოჯახის და ყველას გულის ჩემპიონია ოქროს ბიჭი♥️🙏😇

    ასე ერთიანი და ასე გახარებული კიდევ მრავალჯერ ყოფილიყოს ჩვენი ქვეყანა🙏🙏🙏

    წარმატების გზაზე გევლოს ხვიჩა კვარაცხელია მთელი ცხოვრება🙏✨😇

    მადლობა❤️ Forza Napoli 💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙

    P.S. ყველას არ აქვს ის სიამოვნება😊😊 სასაზღვრო პუნქტზე პასპორტს რომ აჩვენებ იტალიაში და მესაზღვრე რომ მოგაძახებს 5 პასპორტის მერე Tutti Kvaratskhelia- იაო!🥰🥰🥰

    იმრავლოს კვარაცხელიას გვარმა“. – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის, „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა.

    სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ გაჩემპიონების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ გასახდელში ცრემლები ვერ შეიკავა.