რეჟისორი და სცენარისტი გიო მგელაძე მაკა ჩიჩუას გვერდით გატარებულ ახალგაზრდობის წლებზე საუბრობს:
“მაკა ჩიჩუა ჩემი ბავშვობის მეგობარია. ჰქონდა და აქვს ულამაზესი გარეგნობა. მთელ თუ არა, ნახევარი თბილისის ბიჭებს მაკა უყვარდათ. ლამაზი, მხატვარი, კინოებში იღებდნენ… მოკლედ, “სტარი” იყო.
მაკას აქვს ძალიან მდიდარი და საინტერესო სამყარო. მაკას ცხოველებთან, მცენარეებთან ურთიერთობა ცალკე ისტორიაა. ერთ-ერთი დიდებული თვისება, რაც აქვს – უყვარს და ერთგულია”, – ამბობს მგელაძე.