სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • PHOTO: "კარგია, როცა მეფე ხარ!" - სპალეტისა და ხვიჩა კვარაცხელიას ემოციური ჩახუტება "ნაპოლის" გაჩემპიონების შემდეგ

    PHOTO: "კარგია, როცა მეფე ხარ!" - სპალეტისა და ხვიჩა კვარაცხელიას ემოციური ჩახუტება "ნაპოლის" გაჩემპიონების შემდეგ
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ნა­პო­ლის" გა­ჩემ­პი­ო­ნე­ბის შემ­დეგ სა­ფეხ­ხურ­თო კლუ­ბი "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე სპა­ლე­ტის ემო­ცი­ურ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს წარ­წე­რით : "კარ­გია, როცა მეფე ხარ".

    სა­კუ­თა­რი გუნ­დის წარ­მა­ტე­ბით გა­ხა­რე­ბუ­ლი სპა­ლე­ტი ემო­ცი­ებს ვერ მა­ლავს. ის ულო­ცავს გა­მარ­ჯვე­ბას და ეხუ­ტე­ბა ფეხ­ბურ­თე­ლებს, მათ შო­რის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას.

    PHOTO: "კარგია, როცა მეფე ხარ!" - სპალეტისა და ხვიჩა კვარაცხელიას ემოციური ჩახუტება "ნაპოლის" გაჩემპიონების შემდეგ





    შეგახსენებთ, რომ 33 წლიანი პაუზის შემდეგ ნაპოლი ჩემპიონია! ეს ისტორიაში მესამედ მოხდა, თუ პირველი ორი სკუდეტოს დროს ნეაპოლელთა ლიდერი დიეგო არმანდო მარადონა იყო, ახლა "პარტენოპეის" ლიდერი 22 წლის ხვიჩა კვარაცხელიაა.

    ნეაპოლში "დიეგო არმანდო მარადონაზე" ყველა ბილეთი გაიყიდა მატჩის ტელეეკრანზე საყურებლად, სხვებთან ერთად იქ იყო აურელიო დე ლაუირენტისი, რომელიც საგარეო მატჩებში გუნდს არ დაყვება. უდინეში კი დაახლოებით 12 ათასამდე ფანი შეიკრიბა სამხრეთული კლუბის. ასე რომ, Dacia Arena-ზეც უმრავლესობა სტუმართა გულშემატკივარი იყო.

    ნაპოლის სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ფრეც ჰყოფნიდა და მიაღწია კიდევაც - 1:1. "ოქროს გოლი" სერია A-ს ბომბარდირის, ვიკტორ ოსიმენის ანგარიშზეა.