სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • იტალიის მთავარი მწვრთნელი: "დავით ნინიაშვილი უბრალოდ საოცრებაა..."

    იტალიის მთავარი მწვრთნელი: "დავით ნინიაშვილი უბრალოდ საოცრებაა..."
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ბათუმში, იტალიის ნაკრები 28:19 დაამარცხა.

    მატჩის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა, კირან ქროულიმ ისაუბრა.

    "შესანიშნავი დღეა საქართველოსთვის, მათ მოგება ჩვენზე მეტად დაიმსახურეს. ექვს ერის საკითხი ჩვენ არ გვეხება, ეს შესაბამისმა პირებმა უნდა გადაწყვიტონ. საქართველოს საოცარი უკანახაზელები ყავს, ნინიაშვილი უბრალოდ საოცარია, და რა თქმა უნდა რთულ მატჩს ველოდით.

    კარგად მოვემზადეთ რადგან სირთულე გვესმოდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გავიმარჯვეთ. სიურპრიზი არაფერი ყოფილა, უბრალოდ ქართველებმა კარგად დაგვპრესეს. ვიღაცას უნდა წაეგო ეს მატჩი, სამწუხაროდ ეს ჩვენ აღმოვჩნდით. სტადიონზე დიდებული, ხმაურიანი ატმოსფერო იყო. ეს კი ყველაზე დიდი პრესკონფერენციაა სადაც ვყოფილვარ ჩემს კარიერაში", - განაცხადა იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.