სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • უსახლკარო ქალმა ლატარიაში 5 000 000 დოლარი მოიგო

    უსახლკარო ქალმა ლატარიაში 5 000 000 დოლარი მოიგო
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სახლკარო ქალმა ლატარიაში 5 000 000 დოლარი მოიგო.

    უსახლკარო ქალმა ლატარიაში 5 000 000 დოლარი მოიგო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

    ლუსია ფორსეტის თქმით, თავდაპირველად ეგონა, რომ გათამაშების კიდევ ერთი ბილეთი მოიგო, თუმცა რეალური პრიზი $5 მილიონი აღმოჩნდა.

    ქალი Walmart-ში ზეთის გამოსაცვლელად წავიდა, სწორედ აქ შეიძინა მან იღბლიანი ბილეთი.

    ფორსეტის თქმით, ჯერ კიდევ 6 წლის წინ მას სახლიც კი არ ჰქონდა და ვერასდროს წარმოიდგენდა თუ ოდესმე მსგავს თანხას მოიგებდა.

    კალიფორნიის ლატარიის კომპანიის თქმით, აღნიშნულ გათამაშებაში გამარჯვების მათემატიკური შანსი 3,088,854-ში ერთია.