სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "საქართველო, როგორც გუნდი, ჩვენზე ბევრად უფრო მომწიფებულია" - რას წერენ იტალიელი ფანები

    "საქართველო, როგორც გუნდი, ჩვენზე ბევრად უფრო მომწიფებულია" - რას წერენ იტალიელი ფანები
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ბათუმში, იტალიის ნაკრები 28:19 დაამარცხა.

    აღნიშნულ მატჩს იტალიელი ფანები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ.

    "ცუდია, ძალიან ცუდი. მათ შორის ის მსაჯი, რომელმაც ქართველებს ყველაფრის უფლება მისცა. ფაქტია, რომ უნდა მოგვეგო.

    დავწერე, რომ საქართველო ამას იმსახურებდა, ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მსაჯის მოქმედება არ იყო გასაგები. არ დამიწერია, რომ მსაჯის გამო წავაგეთ.

    დიდება ქართველებს. იმედი მაქვს, ეს სამარცხვინო სპექტაკლი რაღაცას გვასწავლის. უელსი ჩვენთან დამარცხდა და შემდეგ შინ დაამარცხა სამხრეთ აფრიკა.

    როგორი გუნდია საქართველო, როგორი გამარჯვების სურვილი ჰქონდათ... ყველა თანაგუნდელი, რომელიც ამხნევებდა მეორეს ყველა მოქმედებაზე. ჩვენი 15 ადამიანი იყო ყოველგვარი კავშირის გარეშე, ქარიშხალში ჩავარდნილი გემი. სწორედ აქ უნდა გამოჩნდენ ლიდერები.

    დიდება საქართველოს, ეს იყო ერთადერთი თამაში, რომელსაც მნიშვნელობა ჰქონდა და მათ მოიგეს.

    საქართველომ დამსახურებულად მოიგო და შედეგიც შეიძლებოდა ყოფილიყო კიდევ უფრო ნათელი, რადგან მათ სამი შესასრულებელი საჯარიმო დარტყმა გააუჭეს (ორი ძელზე დაეშვა).

    საქართველოს ნაკრებმა იტალიას მოუგო, იტალიამ უელსს სძლია, უელსმა კი - სამხრეთ აფრიკას. გამოდის, რომ რეალური მსოფლიოს ჩემპიონი საქართველო ყოფილა.

    საქართველო, როგორც გუნდი, ჩვენზე ბევრად უფრო მომწიფებულია და გამარჯვება დაიმსახურა. ჩვენმა მორაგბეებმა ძალიან ცუდად ითამაშეს და მხოლოდ იღბლიან დარტყმებზე გაიტანეს აქცენტი. თამაშის გეგმა სრულიად არასწორია და მწვრთნელს მოუწევს ამის ახსნა.

    ისინი დღეს ცირკში იყვნენ, თამაშის ფაზაც არ ჩანდა. მრევლის მღვდელს ცოცხალი პასები და წიხლები ესროლეს", - წერენ იტალიელი ფანები.