სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სისხლიანი გარჩევის გამო ქართველი დააკავეს - სად და რატომ მოხდა ინციდენტი?

    სისხლიანი გარჩევის გამო ქართველი დააკავეს - სად და რატომ მოხდა ინციდენტი?
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საბერძნეთის ქალაქ სალონიკში სისხლიანი გარჩევის გამო, 27 წლის ქართველი კაცი დააკავეს.

    გავრცელებული ცნობით, ქართველებმა მამა-შვილი სცემეს იმის გამო, რომ ჩხუბის შემდეგ მათ დამშვიდებას ცდილობდნენ.

    ქართველების რვა კაციანი ჯგუფი დელფინის ქუჩაზე მდებარე რესტორანში ქეიფობდა. დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ კი, ჩხუბი დაიწყო და ისინი ერთმანეთს ფიზიკურად პირდაპირ ქუჩაში გაუსწორდნენ.

    ჩხუბში მონაწილეთა გაშველება და სიტუაციის განმუხტვა ბერძენმა მამა-შვილმა სცადა.

    ქართველები თავს დაესხნენ 37 წლის კაცსა და მის შვილს და უმოწყალოდ სცემეს. დაზარალებულის მეუღლემ მომხდარის დანახვისას საკუთარი სახლის აივნიდან ქოთნების სროლა დაიწყო, რათა დამნაშავეები შეეჩერებინა.

    დაშავებული 37 წლის კაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა, რომელსაც სერიოზული დაზიანებები აღენიშნებოდა თვალისა და თავის არეში.