სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
    11 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გაიგეთ როგორი დღე გექნებათ 11 მაისს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

    ვერძი

    დღეს, შეგიძლიათ, წარმატებით გამოიყენოთ თქვენი მრავალმხრივი ნიჭი, მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ ყველა დაპირებას არ უნდა ენდოთ. იყავით ყურადღებით.

    კურო

    თქვენი შემართებითა და ენთუზიაზმით, ყველაფერს დაძლევთ სამსახურში და საოჯახო პრობლემებსაც კარგად გაუმკლავდებით.

    ტყუპები

    უხერხულ სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდეთ, სჯობს, მოიგოთ დრო, კარგად ჩაუფიქრდით ქვეტექსტს, შემდეგ გაეცით პასუხი დასმულ კითხვებს და იმოქმედეთ.

    კირჩხიბი

    შეიტანეთ მრავალფეროვნება თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში და ნებისმიერ სიტუაციაში, ნუ აჰყვებით ბობოქარ ემოციებს, იყავით თავდაჭერილი და მოზომილი.

    ლომი

    შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ რაღაცას გიმალავენ, რაღაც ხდება თქვენს ზურგს უკან ისეთი, რაც თქვენ არ იცით. თუ ცოტაოდენ ეშმაკობას მიმართავთ და გონივრულად მოიქცევით, საიდუმლოს აუცილებლად გახსნით.

    ქალწული

    შესაძლოა, დაპირისპირებულ მხარეებთან მოგიწიოთ მომრიგებლის როლის საკუთარ თავზე აღება, რაც საკმაოდ დიდ ძალისხმევასა და ენერგიას მოითხოვს. იყავით თავდაჭერილი და გამოიჩინეთ მოთმინება.

    სასწორი

    შესაძლოა, თქვენი წარსულიდან გარკვეულ საიდუმლო ეპიზოდებს ფარდა აეხადოს და თავის მართლება მოგიწიოთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგონიერება.

    მორიელი

    იმოქმედეთ დამოუკიდებლად, მაგრამ ყველაფერი კარგად გაიაზრეთ, წარმატებისთვის მნიშვნელოვანია ყველა დეტალის გათვალისწინება. იყავით თავდაჯერებული და ყველაფერი გამოგივათ.

    მშვილდოსანი

    თქვენ კარგად იცით საკუთარი სუსტი მხარეები, ამიტომ, პოზიციების შესანარჩუნებლად, აუცილებლად მიიღეთ ზომები მათ აღმოსაფხვრელად, მოიძიეთ თანამოაზრეები და გულშემატკივრები.

    თხის რქა

    დღეს, შესაძლოა, გარშემომყოფების მიერ, თქვენი მისამართით გამოთქმულმა შეფასებებმა წონასწორობიდან გამოგიყვანოთ. დამშვიდდით, შეინარჩუნეთ საკუთარი ღირსება და ნუ წამოეგებით ანკესზე.

    მერწყული

    შესაძლოა, თქვენმა გამოცდილებამ სრულიად საწინააღმდეგო შედეგი მოგცეთ, შეცდომის გამოსწორებისას, მოულოდნელად შექმნილი სიტუაცია, დიდ დროსა და ენერგია წაიღებს. აკონტროლეთ ემოციები.

    თევზები

    სასურველია, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ მღელვარებას, ნუ გამოამზეურებთ თქვენს პირადს ცნობისმოყვარე ადამიანებთან, რომლებიც ლუპით გაკვირდებიან.