სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ლაშა ბექაურმა მსოფლიო ჩემპიონატზე ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუსი დაამარცხა

    ლაშა ბექაურმა მსოფლიო ჩემპიონატზე ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუსი დაამარცხა
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში წარმატებულად ასპარეზობენ ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე.

    ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტურნირის ნახევარფინალში გასასვლელად ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ლორსანოვი ორი ვაზარით დაამარცხა და ფინალის საგზურისთვის იაპონელ სანშირო მურაოს შეხვდება.

    შეჯიბრებაზე ასევე ნახევარფინალში გასასვლელად იჭიდავებს ლუკა მაისურაძეც. იგი მეოთხედფონალში ნიდერლანდელ ვან ტენდს შეხვდება. მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები თბილისი დროით 11:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება.