სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სპალეტი: "ამ მიზეზის გამო ხვიჩას პირველ ვარჯიშზე ძალიან გაუჭირდა"

    სპალეტი: "ამ მიზეზის გამო ხვიჩას პირველ ვარჯიშზე ძალიან გაუჭირდა"
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა შემტევი კარიერას იტალიურ "ნაპოლიში" განაგრძობს და ის გუნდთან ერთად უკვე ემზადება მომავალი სეზონისთვის.

    "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ მედიასთან კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

    "კვარაცხელია ახალი ჩამოსულია, ის თავიდანვე დავტვირთეთ, ამის გამო პირველ ვარჯიშზე ძალიან გაუჭირდა, თუმცა ძალიან მონდომებული იყო.

    სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ კვარაცხელიას ფიზიკურ კონდიციებში მოსამატებელი აქვს, თუმცა ამ პრობლემის გამოსწორება შეიძლება და ამაზე აქტიურად ვიმუშავებთ"
    ,- განაცხადა სპალეტიმ.