სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: ისტორიული კადრები - ლუკა მაისურაძე ბექაურთან გამარჯვების შემდეგ ატირდა

    VIDEO: ისტორიული კადრები - ლუკა მაისურაძე ბექაურთან გამარჯვების შემდეგ ატირდა
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ლუკა მაისურაძე მსოფლიოს ჩემპიონია! 25 წლის ქართველმა ფინალში, მისი თანამემამულე, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური დაამარცხა.

    ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად მოხდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ქართველი ძიუდოისტები დაუპირისპირდნენ.

    90 კგ წონით კატეგორიაში მოლოდინისამებრ ფინალური შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ყველაფერი დამატებით დროში, ოქროს ქულამ გადაწყვიტა, რომელიც მაისურაძემ ბრწყინვალე გდებით მოიპოვა და ვაზარით მოიგო. სხვათა შორის, ისინი ცოტა ხნის თბილისის გრანდ სლემის ფინალშიც შეხვდნენ და მაშინ გამარჯვება ბექაურს დარჩა.

    აღსანიშნავია, რომ ორივემ მოახერხა შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესება, რადგან მაშინ ორივემ ბრინჯაო მოიპოვა, ამჯერად უფრო მაღალი ხარისხის მედალი მოიპოვეს.

    ლუკა მაისურაძისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს მესამე მედალი იყო კარიერაში (1 ოქრო, 2 ბრინჯაო), ხოლო ლაშა ბექაურისთვის - მეორე (1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო).