სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ის თავს მოიკლავს, შემდეგი მცდელობა წარმატებული იქნება"- ნახეთ რა დაწერა ასტროლოგმა მედვედევის შესახებ

    "ის თავს მოიკლავს, შემდეგი მცდელობა წარმატებული იქნება"- ნახეთ რა დაწერა ასტროლოგმა მედვედევის შესახებ
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ამდენი წლის შემდეგ დიმიტრი მედვედევი რუსეთის ხელისუფლებაში კვლავ ძალიან მაღალ თანამდებობას იკავებს. ცნობილმა ასტროფსიქოლოგმა, ვალენტინა ვიტროკმა დიმიტრი მედვედევის უახლოესი მომავალი იწინასწარმეტყველა. მისი თქმით მედვედევის სიკვდილის მიზეზი შესაძლოა თვითმკვლელობაც გახდეს.

    "არ გამოვრიცხავთ თვითმკვლელობის შესაძლებლობას, რომლის პირველი მცდელობის შესახებ ცოტა ხნის წინ მედიამ გაავრცელა ინფორმაცია. მათივე თქმით, იმ დროს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბევრი ალკოჰოლი მიიღო და უამრავი გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა, ის ნებაყოფლობით სიკვდილსაც აპირებდა, თუმცა დროულად შეაჩერეს. თუმცა, მედვედევის ჰოროსკოპიდან გამომდინარე, მას შეუძლია გაიმეოროს იგივე მცდელობა და ამჯერად უფრო წარმატებულად", - ამბობს ასტროფსიქოლოგი.

    ამასთან, ექსპერტი მედვედევის გარდაცვალების თარიღად 29 ივლისს ვარაუდობს.

    "29 ივლისს მარსი დაუკავშირდება ტრანზიტულ ურანს და დაძაბულ ასპექტს ჩამოაყალიბებს სიკვდილის სახლში, მედვედევის ნატალურ სქემაში. მარსის შეერთება ურანთან ფეთქებადია მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ პირად ჰოროსკოპში შეიძლება გამოიწვიოს არაპროგნოზირებადი სიტუაციები",- განაცხადა ვიტროკმა.