სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • თუ ეს ზოდიაქო თქვენია ელოდეთ დიდ ცვლილებებს პირად ცხოვრებაში

    თუ ეს ზოდიაქო თქვენია ელოდეთ დიდ ცვლილებებს პირად ცხოვრებაში
    11 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    2023 წლის ზაფხულს სიყვარულის ფენომენალური ენერგია აქვს, რადგან ივნისიდან პლანეტა ვენერა სიხარულისა და ბედნიერების ნიშანში, ლომის ნიშანში იქნება და ადამიანებს ბევრ სასიამოვნო სიახლეს ჰპირდება.

    ეს არის პლანეტა, რომელიც ადამიანების გრძნობებს, შინაგან სამყაროს, ემოციებს მართავს. პასუხისმგებელია ადამიანურ ღირებულებებზე, ფინანსებზე, თვითშეფასებაზე. მოგიწევთ, სხვებთან ურთიერთობას გადახედოთ, მიხვდეთ, ვინ უნდა დატოვოთ თქვენს ცხოვრებაში და ვის უნდა დაემშვიდობოთ სამუდამოდ. სხვათა შორის, ბოლოს პლანეტა ვენერა ლომის ნიშანში 2015 წლის 25 ივლისიდან 6 სექტემბრამდე პერიოდში იყო. თუ შეძლებთ, გაიხსენეთ, რა მოხდა 2015 წლის ზაფხულში თქვენს პირად ცხოვრებაში, რა გამოცდილება მიიღეთ და რისი გაუმჯობესება გინდათ.

    რაც შეეხება ურთიერთობებს, 2023 წლის ზაფხულში ყველა ადამიანისათვის ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ეტაპი დადგება. ახლა სიცხადის დროა. წარსულისგან თავის დაღწევა მოგიწევთ, რადიკალური გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ და გახსოვდეთ ისიც, რომ კარმული ვალების დაბრუნების პერიოდიც დგება.

    თუმცა, ზოდიაქოს გარკვეული ნიშნებისთვის პირადი ცხოვრება 2023 წლის ზაფხულზე რადიკალურად შეიცვლება:

    ლომი

    ვენერა, ფაქტობრივად, მთელი ზაფხულის განმავლობაში თქვენს ნიშანს გაჰყვება და საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში ძალიან პოპულარული იქნებით. იგრძნობთ კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობას და მიხვდებით, რომ საკუთარ გრძნობებს უნდა გადახედოთ. ვენერას შეუძლია როგორც წარსულში დატოვებულ ურთიერთობასთან დაგაბრუნოთ, ასევე ისეთი ადამიანი გაგაცნოთ, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებასა და სითბოს გაგრძნობინებთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, 2023 წლის ზაფხული თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება.

    კურო

    პლანეტა ვენერა თქვენს ოჯახურ სექტორში გაივლის. ამიტომაც, მოგიწევთ ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან, პარტნიორთან ურთიერთობას კიდევ ერთხელ გადახედოთ და კომუნიკაცია გააუმჯობესოთ. ასევე, დაინახავთ აუცილებლობას, რომ თქვენს მეუღლესთან ურთიერთობის, ერთად თანაცხოვრების წესებს გადახედოთ და წინა პლანზე წამოსწიოთ ის, რაც ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია.