სოფი ლორენის ქართველმა სარძლომ, მარიამ შარმანაშვილმა რჩეულთან, კარლო პონტისთან გადაღებული რომანტიკული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ცნობილმა დირიჟორმა კომენტარი ქართულად დაუწერა.
„ჩემი ერთი, ჩემი ერთადერთი, ჩემი სიყვარული - სამუდამოდ მინდა“, - დაწერა მან.
შეახსენებთ, რომ ცნობილი მსახიობის, სოფი ლორენის ვაჟი , კარლო პონტი ქართველ გოგონაზეა შეყვარებული. მისი რჩეული ზუმბას ფიტნეს-ინსტრუქტორი მარიამ შარმანაშვილია.
აღსანიშნავია ისიც, რომ კარლო პონტი საქართველოს ხშირად სტუმრობს, ბოლოს 29 დეკემბერს იყო ჩამოსული, სადაც ნიაზ დიასამიძის კონცერტს დაესწრო რჩეულთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ კარლო პონტიმ და მარიამმა ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნეს. ყველაფერი მარიამ შარმანაშვილის ფოტოზე დაწერილი კომპლიმენტის შემდეგ დაიწყო, წყვილს ურთიერთობა უკვე 2 წელია აქვს, თუმცა დაოჯახების შემთხვევაში არცერთი მათგანისთვის ეს პირველი არ იქნება. კარლო პონტის პირველი ქორწინებიდან 2 შვილი -ვიტორიო და ბეატრისი ჰყავს, მარიამს კი 1 ვაჟი ჰყავს.